ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. პროექტის გეგმაში, სასწავლო პროცედურების გრაფაში, ჩავწერეთ პროექტის მსვლელობა და აქტივობების თანმიმდევრობა. რვეულში ჩამოვწერეთ (მიზნების გატვალისწინებით) როგორ ვიმუშავებთ და რას გავაკეთებინებთ თითოეულ ჯგუფს. ვფიქრობ, ეს გამოგვადგება შემდგომი მუშაობისთვის. საინტერესო იყო ,,რესურსებში" პროექტების დათვალიერება. მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი. მადლობელი ვარ ამდენი საინტერესო მეთოდისა და საშუალების გაცნობისთვის.
No comments:
Post a Comment