აღმოჩნდა, რომ შევძელით და თავი მოვუყარეთ ჩვენს ნაშრომს, ორგანიზებულად დავალაგეთ მასწავლებლის დახმარებით და წარვუდგინეთ კოლეგებს პრეზენტაციების სახით. ამასთანავე, ვისწავლეთ ერთმანეთის ნამუშევარზე კომენტარის დაწერა და ბლოგზე გამოქვეყნება.
მე ვფიქრობ, ,,ინტელის ტრენინგი" შესაძლებლობას მოგვცემს სწავლების პროცეშში გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, უფრო სახალისო გავხადოთ გაკვეთილები და უკეთეს შედეგებზე გავიდეთ. თუმცა მეცადინეობა და ვიდეოგაკვეთილების მოსმენა, ალბათ, ბევრჯერ მოგვიწევს.
Wednesday, April 22, 2015
Monday, April 20, 2015
მერვე დღის რეფლექსია
პროექტის გეგმაში, სასწავლო პროცედურებში, ჩამოვწერეთ პროექტის სავარაუდო მიმდინარეობის პროცესი, აქტივობების თანმიმდევრობა. საინტერესო იყო ,,გუგლ დრაივში" კითხვარის გაკეთება. ვფიქრობ ეს გამომადგება მოსწავლეთა ტესტირებისთვის ონლაინ რეჟიმში. მომეწონა კითხვების ფორმათა მრავალფეროვნების შესაძლებლობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვიდეოინსტრუქციების მიგნებისა და გამოყენების შესაზლებლობები. გმადლობ.
Friday, April 17, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. პროექტის გეგმაში, სასწავლო პროცედურების გრაფაში, ჩავწერეთ პროექტის მსვლელობა და აქტივობების თანმიმდევრობა. რვეულში ჩამოვწერეთ (მიზნების გატვალისწინებით) როგორ ვიმუშავებთ და რას გავაკეთებინებთ თითოეულ ჯგუფს. ვფიქრობ, ეს გამოგვადგება შემდგომი მუშაობისთვის. საინტერესო იყო ,,რესურსებში" პროექტების დათვალიერება. მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი. მადლობელი ვარ ამდენი საინტერესო მეთოდისა და საშუალების გაცნობისთვის.
Wednesday, April 15, 2015
მე-6 დღის რეფლექსია
დავგეგმე მოსწავლეთა ერთი თემატური ჯგუფის სავარაუდო ნამუშევარი ფოვერ ფოინტში, შევუსაბამე ეროვნულ სასწავლო გეგმას, ჩავსვით სურათები, დავასათაურეთ თითოეული სლაიდი, ჩავწერეთ ტექსტები ისე, რომ დაგვეხმაროს მუშაობასა და ნამუშევრის წარმოდგენაში. გავიხსენეთ დრაივში მასალის ატვირთვა, სამუშაო რეჟიმში გადაყვანა. მომეწონა ,,სლაიდ შოუს" ეფექტები, ბლოგზე ატვირთვა, (თუმცა ერთი ცდით ცოტა ძნელია ყველაფრის დამახსოვრება). მომეწონა, როცა სლაიდ შოუ ვნახე საკუთარ ბლოგზე. დავამატეთ გაჯეტები _ საინტერესოა ,,სტუმრების მთვლელი" და ,,კითხვარები". შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც შევუფარდეთ ესგ-ს და პროექტის მიზნებს.
Subscribe to:
Posts (Atom)