Wednesday, April 22, 2015

მე-9 დღის რეფლექსია

აღმოჩნდა, რომ შევძელით და თავი მოვუყარეთ ჩვენს ნაშრომს, ორგანიზებულად დავალაგეთ მასწავლებლის დახმარებით და წარვუდგინეთ კოლეგებს პრეზენტაციების სახით. ამასთანავე, ვისწავლეთ ერთმანეთის ნამუშევარზე კომენტარის დაწერა და ბლოგზე გამოქვეყნება.
მე ვფიქრობ, ,,ინტელის ტრენინგი" შესაძლებლობას მოგვცემს სწავლების პროცეშში გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, უფრო სახალისო გავხადოთ გაკვეთილები და უკეთეს შედეგებზე გავიდეთ. თუმცა მეცადინეობა და ვიდეოგაკვეთილების მოსმენა, ალბათ, ბევრჯერ მოგვიწევს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Monday, April 20, 2015

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმაში, სასწავლო პროცედურებში, ჩამოვწერეთ პროექტის სავარაუდო მიმდინარეობის პროცესი, აქტივობების თანმიმდევრობა. საინტერესო იყო ,,გუგლ დრაივში" კითხვარის გაკეთება. ვფიქრობ ეს გამომადგება მოსწავლეთა ტესტირებისთვის ონლაინ რეჟიმში. მომეწონა კითხვების ფორმათა მრავალფეროვნების შესაძლებლობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვიდეოინსტრუქციების მიგნებისა და გამოყენების შესაზლებლობები. გმადლობ.

პროექტის გამოკითხვა

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Friday, April 17, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. პროექტის გეგმაში, სასწავლო პროცედურების გრაფაში, ჩავწერეთ პროექტის მსვლელობა და აქტივობების თანმიმდევრობა. რვეულში ჩამოვწერეთ (მიზნების გატვალისწინებით) როგორ ვიმუშავებთ და რას გავაკეთებინებთ თითოეულ ჯგუფს. ვფიქრობ, ეს გამოგვადგება შემდგომი მუშაობისთვის. საინტერესო იყო ,,რესურსებში" პროექტების დათვალიერება. მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი. მადლობელი ვარ ამდენი საინტერესო მეთოდისა და საშუალების გაცნობისთვის.

Wednesday, April 15, 2015

მე-6 დღის რეფლექსია

დავგეგმე მოსწავლეთა ერთი თემატური ჯგუფის სავარაუდო ნამუშევარი ფოვერ ფოინტში, შევუსაბამე ეროვნულ სასწავლო გეგმას, ჩავსვით სურათები, დავასათაურეთ თითოეული სლაიდი, ჩავწერეთ ტექსტები ისე, რომ დაგვეხმაროს მუშაობასა და ნამუშევრის წარმოდგენაში.  გავიხსენეთ დრაივში  მასალის ატვირთვა, სამუშაო რეჟიმში გადაყვანა. მომეწონა ,,სლაიდ შოუს" ეფექტები, ბლოგზე ატვირთვა, (თუმცა ერთი ცდით ცოტა ძნელია ყველაფრის დამახსოვრება). მომეწონა, როცა სლაიდ შოუ ვნახე საკუთარ ბლოგზე. დავამატეთ გაჯეტები _ საინტერესოა ,,სტუმრების მთვლელი" და ,,კითხვარები". შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც შევუფარდეთ ესგ-ს და პროექტის მიზნებს.

moswavlis savaraudo namuSevari

Friday, March 20, 2015

მესამე დღის რეფლექსია

                                 ინტელის ტრენინგის შთაბეჭდილებები
      მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებელმა, რომელიც ასწავლის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე გაზრდილ ბავშვებს, აუცილებლად უნდა იცოდეს ის, რასაც ამ ტრენინგზე ვსწავლობთ. რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და შედეგიანი იქნება სწავლების პროცესი, თუ მოსწავლეებს გავაკეთებინებთ პროექტის ბროშურებს, თუ მათთან ერთად დავგეგმავთ მომავალ სამუშაოს, ერთად ვიმუშავებთ ინტერნეტში გაზიარებულ ბლოგებზე სხვადასხვა მასალებზე. ეს განუვითარებთ თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, კრეატიულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას...  მომეწონა ბლოგის შექმნა, მისი დიზაინის შერჩევა, პროექტზე მუშაობის დროს გაზიარებულ მასალებზე ერთობრივი მუშაობის შესაძლებლობის შესწავლა.
         კურსის რესურსები დაგვეხმარება მივუსადაგოთ სამუშაო ეროვნულ სასწავლო გეგმას, უფრო გარკვევით ჩამოვაყალიბოთ მიზნები და მისაღწევი შედეგები.

სურათები

ნნნნნნნნნნნ  ნნნნნნნნ 
აბა თუ იცით ამ საგნების სახელწოდებები?

ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი