Friday, March 20, 2015

მესამე დღის რეფლექსია

                                 ინტელის ტრენინგის შთაბეჭდილებები
      მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებელმა, რომელიც ასწავლის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე გაზრდილ ბავშვებს, აუცილებლად უნდა იცოდეს ის, რასაც ამ ტრენინგზე ვსწავლობთ. რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და შედეგიანი იქნება სწავლების პროცესი, თუ მოსწავლეებს გავაკეთებინებთ პროექტის ბროშურებს, თუ მათთან ერთად დავგეგმავთ მომავალ სამუშაოს, ერთად ვიმუშავებთ ინტერნეტში გაზიარებულ ბლოგებზე სხვადასხვა მასალებზე. ეს განუვითარებთ თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, კრეატიულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას...  მომეწონა ბლოგის შექმნა, მისი დიზაინის შერჩევა, პროექტზე მუშაობის დროს გაზიარებულ მასალებზე ერთობრივი მუშაობის შესაძლებლობის შესწავლა.
         კურსის რესურსები დაგვეხმარება მივუსადაგოთ სამუშაო ეროვნულ სასწავლო გეგმას, უფრო გარკვევით ჩამოვაყალიბოთ მიზნები და მისაღწევი შედეგები.

სურათები

ნნნნნნნნნნნ  ნნნნნნნნ 
აბა თუ იცით ამ საგნების სახელწოდებები?

ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი